---
title: "მუხლი 219. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/219"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "219"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 219. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 219 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/219

1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შეიძლება მიეცეთ ანაზღაურება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სააქციო საზოგადოების ფინანსურ შესაძლებლობებს.

2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანაზღაურების ოდენობა, სტრუქტურა და გაცემის პერიოდულობა განისაზღვრება წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს წარმატებული საქმიანობისთვის დამატებით შეიძლება მიეცეს წინასწარ დადგენილი წესით განსაზღვრული პრემიები ან სხვა ბონუსები.

3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ის შეღავათები და პრივილეგიები, რომლებითაც ისარგებლებენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები წევრობის პერიოდში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/218.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/220.md
