---
title: "მუხლი 220. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტები — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/220"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "220"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 220. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტები — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 220 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/220

1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია თავისი წევრებისგან შექმნას კომიტეტები, რომელთა მიზანი, სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასთან ერთად, იქნება საბჭოს სხდომების მოწვევის ან მათზე განსახილველი საკითხების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი.

2. კომიტეტების ხელმძღვანელებმა სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარულად უნდა მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.

3. კომიტეტების სახელწოდებები და რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს წესდებით.

4. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები არ შეიძლება სრულად გადაეცეს კომიტეტებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/219.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/221.md
