---
title: "მუხლი 221. პასუხისმგებლობის ინიციირება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/221"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "221"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 221. პასუხისმგებლობის ინიციირება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 221 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/221

1. საერთო კრებას, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს და სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ, მოითხოვონ ამ ორგანოთა წევრების მიერ სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელ ორგანოს დაევალოს, რომ მან თანამდებობის პირებს მოსთხოვოს მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს მისი მიღებიდან 6 თვის ვადაში. საერთო კრებას უფლება აქვს, აღნიშნული მოთხოვნის შესრულების მიზნით დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/220.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/222.md
