---
title: "მუხლი 228. კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/228"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "228"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 228. კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 228 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/228

1. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი.

2. კოოპერატივის წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი.

3. კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი შეიძლება გაიზარდოს კოოპერატივში დამატებითი წევრების მიღებით და მათ მიერ შენატანების განხორციელებით, აგრეთვე კოოპერატივის წევრების მიერ დარჩენილი შენატანის სრულად განხორციელებით ან დამატებითი შენატანების განხორციელებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/227.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/229.md
