---
title: "მუხლი 229. კოოპერატივის წევრთა რეესტრი — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/229"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "229"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 229. კოოპერატივის წევრთა რეესტრი — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 229 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/229

1. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აწარმოოს კოოპერატივის წევრთა რეესტრი, რომელშიც შეიტანება კოოპერატივის თითოეული წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე მისი პაის ოდენობა და კატეგორია.

2. კოოპერატივის წევრთა რეესტრი კოოპერატივის ყველა წევრისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კოოპერატივის ვებგვერდზე, თუ კოოპერატივს აქვს ვებგვერდი. ამ ვალდებულების შესრულება ეკისრება ხელმძღვანელ ორგანოს.

3. კოოპერატივში წევრის მიღება, კოოპერატივიდან წევრის გასვლა, პაის შეცვლა ან ახალი პაის შეძენა იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

4. კოოპერატივის წევრთა რეესტრში ის ფაქტი, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა, უნდა დარეგისტრირდეს მისი წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/228.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/230.md
