---
title: "მუხლი 232. კოოპერატივის ინვესტორი წევრი — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/232"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "232"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 232. კოოპერატივის ინვესტორი წევრი — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 232 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/232

1. წესდებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს კოოპერატივში ინვესტორი წევრის მიღება.

2. კოოპერატივის ინვესტორ წევრს წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ეხება.

3. კოოპერატივის ინვესტორ წევრს არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 25 პროცენტზე მეტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/231.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/233.md
