---
title: "მუხლი 235. კოოპერატივიდან გასულ წევრთან ანგარიშსწორება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/235"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "235"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 235. კოოპერატივიდან გასულ წევრთან ანგარიშსწორება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 235 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/235

1. კოოპერატივიდან გასულ წევრთან ანგარიშსწორება ხორციელდება კოოპერატივიდან მისი გასვლის დღისთვის არსებული კოოპერატივის ბალანსის საფუძველზე პაის კომპენსაციით. კომპენსაცია იანგარიშება კოოპერატივიდან გასული წევრის შენატანისა და გაუნაწილებელ მოგებაში მისი წილის შესაბამისად.

2. კოოპერატივიდან გასულ წევრს კოოპერატივის სხვა ქონების მოთხოვნის უფლება არ აქვს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. კოოპერატივმა კოოპერატივიდან გასულ წევრთან ანგარიშსწორება უნდა განახორციელოს კოოპერატივიდან მისი გასვლიდან 6 თვის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/234.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/236.md
