---
title: "მუხლი 236. წევრის გარიცხვა კოოპერატივიდან — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/236"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "236"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 236. წევრის გარიცხვა კოოპერატივიდან — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 236 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/236

1. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას კოოპერატივის წევრი შეიძლება გაირიცხოს კოოპერატივიდან.

2. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ კოოპერატივის წევრმა ბრალეულად დაარღვია მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რითაც კოოპერატივს ზიანი მიაყენა.

3. კოოპერატივიდან წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს საერთო კრება.

4. კოოპერატივიდან გარიცხულ წევრთან ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის 235-ე მუხლით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/235.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/237.md
