---
title: "მუხლი 237. კოოპერატივის წევრის მიერ პაის გასხვისება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/237"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "237"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 237. კოოპერატივის წევრის მიერ პაის გასხვისება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 237 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/237

1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, სამეურნეო წლის განმავლობაშიც გაასხვისოს თავისი პაი და ამით გამოვიდეს კოოპერატივიდან საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე.

2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის სხვა წევრებს აქვთ პაის უპირატესი შესყიდვის უფლება.

3. პაის გასხვისებისას კოოპერატივიდან წევრის გასვლის თარიღად მიიჩნევა კოოპერატივიდან მისი გასვლის რეგისტრაციის დღე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/236.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/238.md
