---
title: "მუხლი 238. კოოპერატივის წევრის გარდაცვალება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/238"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "238"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 238. კოოპერატივის წევრის გარდაცვალება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 238 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/238

1. კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას წევრობა მის მემკვიდრეებზე გადადის. კოოპერატივის წევრის მემკვიდრეებს შეუძლიათ საერთო კრებაზე ხმის უფლება მხოლოდ ერთი საერთო წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელონ.

2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში წევრობის გაგრძელება დამოკიდებული გახდეს მისი მემკვიდრის პიროვნულ შესაძლებლობებზე. მემკვიდრეობის რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიღების შემთხვევაში წესდებით შეიძლება ასევე გათვალისწინებული იყოს, რომ კოოპერატივის წევრობა შეწყდება, თუ იგი წესდებით განსაზღვრულ ვადებში კოოპერატივის წევრის ერთ-ერთ მემკვიდრეს არ გადაეცემა. ამ შემთხვევაში კოოპერატივის წევრობა წყდება იმ სამეურნეო წლის ბოლოს, როდესაც სამკვიდრო გაიხსნა. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 235-ე მუხლით დადგენილი წესები.

3. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შესახებ აღნიშნოს კოოპერატივის წევრთა რეესტრში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/237.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/239.md
