---
title: "მუხლი 239. კოოპერატივის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/239"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "239"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 239. კოოპერატივის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 239 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/239

1. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა, დამატებითი მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული.

2. წესდების ცვლილება მიღებული უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.

3. წესდება შეიძლება კოოპერატივის ორგანოების წევრთა არჩევნებისთვის კენჭისყრის განსხვავებულ წესს ადგენდეს.

4. კოოპერატივის წევრს აქვს 1 ხმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 1 პაის ერთზე მეტი მფლობელი ჰყავს, რა დროსაც 1 პაის რამდენიმე მფლობელს აქვს 1 ხმა. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორთა ცალკე ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს ხმათა განსხვავებული გადანაწილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/238.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/240.md
