---
title: "მუხლი 241. საერთო კრების მოწვევა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/241"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "241"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 241. საერთო კრების მოწვევა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 241 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/241

1. საერთო კრება, გარდა ამ კანონითა და წესდებით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც.

2. პარტნიორთა წლიური კრება მოწვეული უნდა იქნეს წლიური ბალანსის შედგენიდან 6 თვის ვადაში.

3. საერთო კრებას იწვევს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო, თუ კანონით ან წესდებით საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება სხვა პირსაც არ აქვს მინიჭებული. საერთო კრების მოწვევა ხელმძღვანელი ორგანოს მოვალეობაა.

4. საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ კოოპერატივის წევრთა 10 პროცენტი ან წესდებით გათვალისწინებული კოოპერატივის წევრთა სხვა რაოდენობა კონკრეტული მიზნის მითითებით წერილობით მოითხოვს საერთო კრების მოწვევას.

5. თუ საერთო კრების მოწვევის თაობაზე კოოპერატივის წევრთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ კოოპერატივის წევრებს მიანიჭოს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/240.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/242.md
