---
title: "მუხლი 242. საერთო კრების მოწვევის ვადა და დღის წესრიგი — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/242"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "242"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 242. საერთო კრების მოწვევის ვადა და დღის წესრიგი — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 242 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/242

1. საერთო კრება მოიწვევა მისი ჩატარების დღემდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, წესდებით დადგენილი წესით ან შესაბამისი ინფორმაციის მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებით.

2. საერთო კრების დღის წესრიგი უნდა გამოცხადდეს მისი მოწვევისას მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე. საერთო კრების დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ნებისმიერი სხვა ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც მოიწვევა საერთო კრება.

3. იმ საკითხზე, რომელიც საერთო კრების გამოცხადებულ დღის წესრიგში შეტანილი არ არის, გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. გამონაკლისია საერთო კრების წარმართვისა და პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებები.

4. საერთო კრებამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მორიგი საერთო კრების ჩატარების დღის/თარიღის, ადგილისა და სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/241.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/243.md
