---
title: "მუხლი 243. განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/243"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "243"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 243. განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 243 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/243

1. საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) კოოპერატივის საფირმო სახელწოდებას;
ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილს, დღესა და დროს;
გ) მითითებას, ტარდება პარტნიორთა წლიური კრება თუ რიგგარეშე კრება;
დ) საერთო კრების დღის წესრიგს.

2. საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა აღინიშნოს აგრეთვე საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებზე წინადადებებისა და დამატებების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/242.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/244.md
