---
title: "მუხლი 244. საერთო კრების ოქმი — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/244"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "244"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 244. საერთო კრების ოქმი — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 244 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/244

1. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ საერთო კრების თავმჯდომარე და კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს ის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ საერთო კრებას. საერთო კრების ოქმს უნდა დაერთოს საერთო კრების მოწვევის მასალები.

2. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს საერთო კრების ოქმს, აგრეთვე მიიღოს ამ ოქმის ასლი ან ოქმიდან ამონაწერი. საერთო კრების ოქმს კოოპერატივი ინახავს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/243.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/245.md
