---
title: "მუხლი 248. კოოპერატივის მართვის სისტემის/მოდელის არჩევის შესაძლებლობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/248"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "248"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 248. კოოპერატივის მართვის სისტემის/მოდელის არჩევის შესაძლებლობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 248 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/248

1. კოოპერატივს შეიძლება ჰქონდეს მართვის მონისტური ან დუალისტური სისტემა.

2. კოოპერატივის მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში ხელმძღვანელობისა და კონტროლის ფუნქციები განაწილებულია ხელმძღვანელ ორგანოსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის.

3. წესდებაში უნდა აღინიშნოს კოოპერატივის მართვის სისტემის არჩევის შესახებ. თუ წესდებაში არ არის აღნიშნული კოოპერატივის მართვის სისტემის არჩევის შესახებ, ივარაუდება, რომ გამოიყენება კოოპერატივის მართვის დუალისტური სისტემა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/247.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/249.md
