---
title: "მუხლი 249. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/249"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "249"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 249. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 249 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/249

1. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო შედგება საერთო კრების მიერ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით არჩეული არანაკლებ 3 და არაუმეტეს 15 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება წესდებით.

2. საერთო კრების გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება აქვს, მისი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, მიიღოს განსაზღვრული გასამრჯელო.

3. საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს გამოწვეული წევრობიდან.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვს უფლება, იმავდროულად იყოს კოოპერატივის ხელმძღვანელი პირი ან მისი მოადგილე ან სხვაგვარად განახორციელოს კოოპერატივის ხელმძღვანელობა.

5. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოდან გასული წევრი მისი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/248.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/250.md
