---
title: "მუხლი 25. შენატანის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/25"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. შენატანის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/25

1. არაფულადი შენატანის ღირებულების შენატანის ოდენობასთან შესაბამისობის შეფასებას და შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანო.

2. პარტნიორის მოთხოვნის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანომ უნდა გასცეს წერილობითი ცნობა შენატანის განხორციელების, კერძოდ, შენატანის განხორციელების ვალდებულების, მისი შესრულების ან ნაწილობრივ შესრულების, აგრეთვე ამ ვალდებულების შესრულების ვადებისა და პირობების თაობაზე.

3. შენატანის განხორციელების შესახებ ცნობის ბრალეული უზუსტობისთვის პასუხისმგებელია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანო

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/26.md
