---
title: "მუხლი 251. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო და მისი კომპეტენცია — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/251"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "251"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 251. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო და მისი კომპეტენცია — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 251 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/251

1. კოოპერატივის მართვის მონისტურ სისტემაში კოოპერატივის ხელმძღვანელ ორგანოს მინიჭებული აქვს კოოპერატივის ხელმძღვანელობისა და მესამე პირებთან ურთიერთობაში კოოპერატივის წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

2. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო შედგება არანაკლებ 2 წევრისგან, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. კოოპერატივის ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება.

4. ხელმძღვანელი პირი ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გამოწვეული ხელმძღვანელი ორგანოს წევრობიდან, თუ ამ გადაწყვეტილებას საერთო კრების მონაწილეთა 2/3 დაუჭერს მხარს.

5. ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთაგან ხმების უმრავლესობით. თუ საბჭო 2 წევრისგან შედგება, ისინი ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის ფუნქციებს მორიგეობით, ყოველწლიურად შეასრულებენ. სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის ზოგადი ნაწილით დადგენილი ნორმები ხელმძღვანელი ორგანოს შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/250.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/252.md
