---
title: "მუხლი 252. კოოპერატივის ხელმძღვანელი პირის ფუნქციები და მისი არჩევა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/252"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "252"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 252. კოოპერატივის ხელმძღვანელი პირის ფუნქციები და მისი არჩევა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 252 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/252

1. კოოპერატივის ხელმძღვანელი პირი საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს კოოპერატივის ხელმძღვანელობას და მესამე პირებთან ურთიერთობაში კოოპერატივის წარმომადგენლობას.

2. კოოპერატივის მართვის დუალისტურ სისტემაში ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო.

3. ხელმძღვანელი პირი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/251.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/253.md
