---
title: "მუხლი 253. კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/253"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "253"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 253. კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 253 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/253

1. წლიური ანგარიშის დამტკიცებისას საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას სამეურნეო წელს კოოპერატივის მოგების ან ზარალის კოოპერატივის წევრებისთვის განაწილების შესახებ.

2. პირველ სამეურნეო წელს მოგება ან ზარალი ნაწილდება კოოპერატივის წევრების მიერ განხორციელებული შენატანების პროპორციულად, ხოლო ყოველ მომდევნო სამეურნეო წელს – მოგების მიმატებითა და ზარალის ჩამოწერით, წინა სამეურნეო წლის ბოლოს არსებული პაის საერთო თანხის პროპორციულად.

3. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილების სხვა წესებს.

4. წესდება ან საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დაერიცხოს რეზერვს.
თავი XVI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/252.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/254.md
