---
title: "მუხლი 26. პარტნიორის პასუხისმგებლობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/26"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. პარტნიორის პასუხისმგებლობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/26

1. კომანდიტური საზოგადოების კომანდიტი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებს.

2. გამონაკლის შემთხვევაში კომანდიტური საზოგადოების კომანდიტი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, თუ ის პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას ბოროტად იყენებს და სამეწარმეო საზოგადოებას არ შეუძლია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/27.md
