---
title: "მუხლი 3. საქმიანობა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/3"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საქმიანობა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/3

1. სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა, პატენტრწმუნებულებად საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის განსახორციელებლად მუდმივად დასაქმებულია 5 პირი მაინც, რომელიც არ არის წარმოების მფლობელის ოჯახის წევრი. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია მეწარმის სამართლებრივი ფორმის დაფუძნება.

3. თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირებს − თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ ამ კანონით განსაზღვრული მეწარმის სამართლებრივი ფორმები.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4168 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.
თავი II
მეწარმის დაფუძნება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/4.md
