---
title: "მუხლი 30. წილის განკარგვა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/30"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. წილის განკარგვა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/30

1. პარტნიორს აქვს უფლება, თავისუფლად განკარგოს სამეწარმეო საზოგადოებაში საკუთარი წილი, თუ საქართველოს კანონმდებლობით, წესდებით ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმებით წილის განკარგვასთან დაკავშირებით შეზღუდვები დადგენილი არ არის. აქციის გადაცემის აკრძალვა დაუშვებელია.

2. თუ წილი სამეწარმეო საზოგადოებაში რამდენიმე პირის თანასაკუთრებაშია, ისინი თანაპარტნიორებად მიიჩნევიან. ამ შემთხვევაში წილთან დაკავშირებული უფლებები შეიძლება განახორციელოს მათ მიერ განსაზღვრულმა ერთ-ერთმა თანაპარტნიორმა ან მესამე პირმა. ეს პირები სოლიდარულ კრედიტორებად მიიჩნევიან. აღნიშნულ შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები თანასაკუთრების ან/და საზიარო უფლებების შესახებ.

3. თუ თანაპარტნიორები ან მემკვიდრეები ხმათა უმრავლესობით ვერ თანხმდებიან წილის მართვაზე, სამეწარმეო საზოგადოების ან თანაპარტნიორის ან ერთ-ერთი მემკვიდრის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს წილის მმართველს, რომელსაც მინიჭებული აქვს წილთან დაკავშირებული ყველა უფლება.

4. სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვის/გამოსყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/31.md
