---
title: "მუხლი 34¹. სამეწარმეო საზოგადოების მიერ სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/34-1"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "34^1"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34¹. სამეწარმეო საზოგადოების მიერ სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 34¹ (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/34-1

1. სამეწარმეო საზოგადოება უფლებამოსილია გამოუშვას სასესხო ფასიანი ქაღალდები. სასესხო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებები და ვალდებულებები სამეწარმეო საზოგადოების მიმართ განისაზღვრება სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებითა და შესაბამისი კანონმდებლობით.

2. სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებით ან წესდებით შეიძლება დადგინდეს აგრეთვე ცალკეული უფლებამოსილებები, რომლებსაც განახორციელებს სასესხო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა კრება სასესხო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით. ეს უფლებამოსილებები შეიძლება უკავშირდებოდეს ვალდებულების რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.

3. სასესხო ფასიანი ქაღალდი გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების მიმართ ფულად მოთხოვნას.

4. სასესხო ფასიანი ქაღალდი შეიძლება გამოშვებული იყოს პერიოდული პროცენტის (კუპონის) გადახდის პირობით ან მის გარეშე.

5. სასესხო ფასიანი ქაღალდი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა უფლებებს, მათ შორის, აქციად კონვერტაციის უფლებას ამ კანონის 158-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

6. სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობები უნდა დაერთოს ემისიის პროსპექტს ან იმ ეკვივალენტურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზედაც იქნა გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები. სასესხო ფასიანი ქაღალდების შეძენით პირი თანხმდება სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებს.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ
თავი VI
სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/35.md
