---
title: "მუხლი 34. სხვათა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპი — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/34"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. სხვათა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპი — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/34

1. პარტნიორმა თავისი უფლებებით სარგებლობისას მხედველობაში უნდა მიიღოს სამეწარმეო საზოგადოებისა და დანარჩენ პარტნიორთა კანონიერი ინტერესები და უფლებები.

2. თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ. ამ პრინციპიდან გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ის ამ კანონით ან წესდებით პირდაპირ არის გათვალისწინებული და აუცილებელია, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

3. წესდებით შეიძლება პარტნიორთა შენატანებისგან დამოუკიდებლად განისაზღვროს წილები და განსხვავებული უფლებები და მოვალეობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/34-1.md
