---
title: "მუხლი 39. საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/39"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "39"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/39

1. ბათილობის ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში საერთო კრების გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი ბათილია, თუ არ არსებობს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა და:
ა) საერთო კრების ოქმი დადგენილი წესით დამოწმებული არ არის;
ბ) საერთო კრება არაუფლებამოსილმა ორგანომ/პირმა მოიწვია;
გ) საერთო კრების მოწვევის შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული არ არის ან არასწორად არის მითითებული სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება, საერთო კრების ჩატარების ადგილი, თარიღი ან დაწყების დრო;
დ) დარღვეულია საერთო კრების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების პარტნიორებისთვის შეტყობინების წესი;
ე) საკითხი, რომელსაც გადაწყვეტილება ეხება, არ განეკუთვნება საერთო კრების უფლებამოსილებას;
ვ) გადაწყვეტილება ეხება წესდებაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება;
ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის იმ ნორმებს, რომელთა უმთავრესი მიზანია კრედიტორთა უფლებების დაცვა;
თ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
ი) გადაწყვეტილება შეცილების საფუძველზე სასამართლომ ბათილად ცნო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობაზე მითითება დაუშვებელია, თუ საერთო კრების გადაწყვეტილების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოში საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე დავა ამ ვადის ამოწურვამდე დაიწყო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/40.md
