---
title: "მუხლი 40. საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ განხორციელებული ღონისძიებები — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/40"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ განხორციელებული ღონისძიებები — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/40

1. ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარუდგინონ მარეგისტრირებელ ორგანოს, თუ საერთო კრების გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე განხორციელდა რეგისტრაცია.

2. ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ განათავსონ სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე ან სხვაგვარად მიაწოდონ პარტნიორებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/41.md
