---
title: "მუხლი 42. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/42"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/42

1. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას მესამე პირთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.

2. თუ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება, ისინი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მხოლოდ ერთობლივად ახორციელებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წესდება ადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ერთპიროვნულ წარმომადგენლობას ან რამდენიმე პირის ერთობლივ წარმომადგენლობას ან უშვებს ასეთ შესაძლებლობას. მესამე პირთან ურთიერთობაში გამოიყენება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები.

3. თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისთვის ცნობილი იყო სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, სამეწარმეო საზოგადოებას აქვს ამ ხელშეკრულების შეცილების უფლება. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაჰენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ სამეწარმეო საზოგადოებას, რომლის სახელითაც მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

4. სამეწარმეო საზოგადოების წინაშე ნების გამოვლენის ნამდვილობისთვის საკმარისია ნების მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი პირის წინაშე გამოვლენა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/43.md
