---
title: "მუხლი 49. სამეწარმეო საზოგადოებაში სასამართლოს მიერ დანიშნული პირების გასამრჯელო და ხარჯების ანაზღაურება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/49"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. სამეწარმეო საზოგადოებაში სასამართლოს მიერ დანიშნული პირების გასამრჯელო და ხარჯების ანაზღაურება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/49

1. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამეწარმეო საზოგადოებაში სასამართლოს მიერ დანიშნულ პირებს უფლება აქვთ, სამეწარმეო საზოგადოებისგან მოითხოვონ გასამრჯელო და გონივრულ ფარგლებში გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

2. გასამრჯელოსა და ხარჯების ანაზღაურებაზე სამეწარმეო საზოგადოებაში სასამართლოს მიერ დანიშნული პირებისა და სამეწარმეო საზოგადოების შეუთანხმებლობის შემთხვევაში გასამრჯელოსა და ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/50.md
