---
title: "მუხლი 52. სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/52"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "52"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/52

1. ზრუნვის მოვალეობა არ არის დარღვეული და ხელმძღვანელი პირი არ არის ვალდებული, აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც სამეწარმეო საზოგადოებას მის მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილებით მიადგა, თუ ხელმძღვანელ პირს გონივრულად შეეძლო ევარაუდა, რომ იგი სამეწარმეო გადაწყვეტილებას საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად და ინტერესთა კონფლიქტის ან სხვათა ზეგავლენის გარეშე იღებდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სამეწარმეო გადაწყვეტილება კანონით ან წესდებით გათვალისწინებული მოვალეობების დარღვევით არის მიღებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/53.md
