---
title: "მუხლი 55. სოლიდარული პასუხისმგებლობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/55"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "55"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. სოლიდარული პასუხისმგებლობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/55

1. ვალდებულების რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მოქმედებით ან უმოქმედობით შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი სამეწარმეო საზოგადოების წინაშე პასუხს სოლიდარულად აგებენ.

2. საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელმძღვანელი პირის მიერ სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ან მასთან მორიგების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგებიან ხმათა სულ მცირე 10 პროცენტის მესაკუთრე პარტნიორები. ხელმძღვანელი პირი ასევე თავისუფლდება სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ იგი თავისი ქმედებით საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებდა. ხელმძღვანელ პირს, რომლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხიც განიხილება, ეკრძალება ამ საკითხზე კენჭისყრისას ხმის მიცემა.

3. წესდებით ან ხელმძღვანელ პირთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით არ შეიძლება გამოირიცხოს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა მის მიერ ვალდებულების განზრახ შეუსრულებლობით საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის.
თავი VII
ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/56.md
