---
title: "მუხლი 58. აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/58"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "58"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/58

1. საერთო კრება უფლებამოსილია მხოლოდ სათანადო საფუძვლის არსებობისას მიიღოს გადაწყვეტილება აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და აუდიტის განხორციელების პროცედურების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი.

2. მეწარმე, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლისა და შესაბამისი დასაბუთების შესახებ შეატყობინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს.

3. სდპ-ის ხმების ან წილების/აქციების 5 პროცენტის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი ან ასეთ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის არსებობისას აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.
თავი VIII
სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/59.md
