---
title: "მუხლი 68. სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიში — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/68"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "68"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიში — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/68

1. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები ამზადებენ სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიშს. ეს ანგარიში დეტალურად უნდა განმარტავდეს:
ა) შერწყმის/გაყოფის გეგმის დებულებებს, მათ სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს;
ბ) წილების გადაცვლის თანაფარდობის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მეთოდებს, აგრეთვე წილების გადაცვლის თანაფარდობის შეფასებისას წარმოშობილ სიძნელეებს, თუ ასეთი სიძნელეები წარმოიშვა;
გ) გაყოფის დროს, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას ამ კანონის 164-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული არაფულადი შენატანის შესახებ, ინფორმაციას შემძენი სააქციო საზოგადოებისთვის ანგარიშის მომზადების თაობაზე და მითითებას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მის რეგისტრაციაზე.

2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიშის მომზადება სავალდებულო არ არის, თუ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ყველა აქციონერი წერილობით უარს განაცხადებს ანგარიშის წარდგენაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/69.md
