---
title: "მუხლი 71. შერწყმის/გაყოფის გეგმის დამტკიცება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/71"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "71"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. შერწყმის/გაყოფის გეგმის დამტკიცება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 71 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/71

1. შერწყმის/გაყოფის გეგმას ამტკიცებს საერთო კრება ამ კანონის 61-ე მუხლით დადგენილი წესით. საერთო კრების მიერ შერწყმის/გაყოფის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა.

2. საერთო კრებაზე შერწყმის/გაყოფის გეგმასთან ერთად კენჭი ეყრება შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების პროექტს ასეთი ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, ხოლო ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების შემთხვევაში კენჭი ეყრება ახალი სამეწარმეო საზოგადოების წესდების პროექტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/72.md
