---
title: "მუხლი 79. სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/79"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "79"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 79 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/79

1. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება დაიშალოს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

2. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია კანონით ან წესდებით მისთვის დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ პარტნიორი მოვალეობას ვეღარ ასრულებს და სამეწარმეო საზოგადოების მიზანი ვეღარ მიიღწევა.

3. პარტნიორს შეუძლია სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების სასამართლოში შემტანი პარტნიორის წილი სასამართლოს მეშვეობით სამართლიან ფასად გამოისყიდოს განცხადების შეტანიდან 30 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ყოველ პარტნიორს უნდა მიეცეს თავისი წილის პროპორციულად გამოსყიდვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ დანარჩენი პარტნიორები წილების გადანაწილების სხვა წესზე არ შეთანხმდებიან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეთავაზების გაკეთებიდან 30 დღის ვადაში წილის გამოსყიდვის სამართლიან ფასზე მხარეთა შეუთანხმებლობისას სამართლიან ფასს ადგენს სასამართლო.

5. წესდებით შეიძლება გამოირიცხოს ან ამ მუხლით დადგენილი ნორმების საწინააღმდეგოდ შეიზღუდოს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის მოთხოვნის უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/80.md
