---
title: "მუხლი 9. სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის წინაპირობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/9"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის წინაპირობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/9

1. სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება:
ა) სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება;
ბ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი თითოეული პირის თანხმობა აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ნება გამოხატულია სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში.

2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის სხვა წინაპირობებიც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/10.md
