---
title: "მუხლი 92. ხანდაზმულობისა და შეცილების ვადები — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/92"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "92"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. ხანდაზმულობისა და შეცილების ვადები — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 92 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/92

1. ამ კანონით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის ზოგადი ვადაა 5 წელი. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე−146-ე მუხლები.

2. ამ კანონის მიხედვით, შეცილების ზოგადი ვადაა 6 თვე, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო შეცილების უფლების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/93.md
