---
title: "მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5252493-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5252493"
adopted: "2021-09-07"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5252493-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1

1. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელსაც აღნიშნული სახის სახდელი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ან/და საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული დეკრეტის საფუძველზე დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177
15
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეეფარდა.

2. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42
10
ან 42
11
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება აღუსრულებელ ჯარიმაზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5252493-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
