---
title: "მუხლი 4 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5252493-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/4"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5252493"
adopted: "2021-09-07"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5252493-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/4

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოსა და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმის აღსრულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5252493-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5252493-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/5.md
