---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/1"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/1

1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის (შემდგომ − ქარსაფარი ზოლი) სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტასთან, ქარსაფარი ზოლის აღრიცხვასთან, აღდგენასთან, გაშენებასა და მართვასთან და ქარსაფარი ზოლით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოს ტყის კოდექსით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/2.md
