---
title: "მუხლი 10. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/10"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/10

1. სამინისტრო ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს და ამტკიცებს ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმას, რომელიც მოიცავს მერქნიანი მცენარეების (ხეების) აღდგენის/გაშენების ღონისძიებათა სახეებსა და მეთოდებს.

2. მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობების შერჩევის სამუშაოები ტარდება ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისგან, მათ შორის, თაფლოვანი მცენარეებისგან, რომლებიც დამახასიათებელია შესაბამისი გარემო პირობებისთვის და გამოიყენება ქარსაფარი ზოლის გასაშენებლად.

3. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი კატეგორიის მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი სიძლიერის გაბატონებული ქარების მიმართ მდგრადი მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები და გაშენების მეთოდები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/11.md
