---
title: "მუხლი 11. მუნიციპალიტეტების კატეგორიები გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/11"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. მუნიციპალიტეტების კატეგორიები გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/11

ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტები გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით იყოფა 3 კატეგორიად:
ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტი − მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი (გრიგალისებური) ქარი;
ბ) მეორე კატეგორიის მუნიციპალიტეტი − მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზომიერად ძლიერი ქარი;
გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტი – მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით სუსტი ქარი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/12.md
