---
title: "მუხლი 12. ქარსაფარი ზოლის მოვლა — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/12"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ქარსაფარი ზოლის მოვლა — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/12

1. ქარსაფარი ზოლის მოვლა გულისხმობს უპირატესად ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის მიერ იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა უმთავრესი მიზანია მერქნიანი მცენარეების (ხეების) ფუნქციის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

2. ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) ხნოვანებითი სტრუქტურისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მათი მოვლის ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოვლით ჭრას, სანიტარიულ ჭრასა და სარეკონსტრუქციო ჭრას, აგრეთვე მერქნიანი მცენარეების (ხეების) სხვლა-ფორმირებასა და ამოღება-გაშენებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/13.md
