---
title: "მუხლი 13. ქარსაფარი ზოლის დაცვა — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/13"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ქარსაფარი ზოლის დაცვა — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/13

1. ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებები მოიცავს მისი ფიზიკური დაცვის ღონისძიებებსა და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებებს. ქარსაფარი ზოლის ფიზიკური დაცვა გულისხმობს მის დაცვას ხანძრისგან, უკანონო ჭრისგან, ძოვებისა და ნებისმიერი სხვა ქმედებისგან, რომელიც ზიანს აყენებს მერქნიან მცენარეებს (ხეებს). ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვის განხორციელებისას ხდება მერქნიანი მცენარეების (ხეების) მავნებელ დაავადებათაგან, სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა უარყოფითი (მათ შორის, ანთროპოგენური) ზემოქმედებისგან დაცვა.

2. ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) ბიოლოგიური დაცვა ხორციელდება გამწვანებული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, აგრეთვე მისი მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ინტერესების გათვალისწინებით და მოიცავს როგორც სამეურნეო, ბიოლოგიურ, ქიმიურ და მექანიკურ მეთოდებს, ისე მერქნიანი მცენარეების (ხეების) უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის სხვა ღონისძიებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/14.md
