---
title: "მუხლი 16. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სამინისტროს და სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებები — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/16"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სამინისტროს და სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებები — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/16

1. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სამინისტროს ძირითადი უფლებამოსილებებია:
ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის დამტკიცება;
გ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

2. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია:
ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;
ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;
გ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება;
დ) ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ე) ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის შექმნა და მართვა;
ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება;
ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება ამ ქარსაფარი ზოლის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემამდე;
თ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა;
ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
კ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/17.md
