---
title: "მუხლი 17. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/17"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/17

ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია:
ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება, მოვლა, დაცვა და მასზე ზედამხედველობა;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა;
დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება;
ვ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის ხელშეწყობა;
ზ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/18.md
