---
title: "მუხლი 18. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებები და ვალდებულებები — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/18"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებები და ვალდებულებები — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/18

1. ფიზიკურ პირსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვთ, სააგენტოსთან შეთანხმებით გააშენონ ქარსაფარი ზოლი (მათ შორის, სახელმწიფოს მხარდაჭერით) და უზრუნველყონ მისი მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება.

2. ფიზიკურ პირსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს აკისრიათ ვალდებულება, ხელი არ შეუშალონ შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში.
თავი V. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის
(მოვლისა და დაცვის) ღონისძიებების დაფინანსება.
პასუხისმგებლობა ქარსაფარი ზოლის დაზიანებისთვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/19.md
