---
title: "მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/21"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/21

1. სამინისტრომ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის გეგმის შემუშავება და დამტკიცება.

2. სააგენტომ 2027 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმის შესაბამისად უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია.

3. მუნიციპალიტეტმა ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის მიზნით 2030 წლის 1 იანვრამდე, ყოველწლიურად უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ არაუმეტეს 300 ჰა ქარსაფარ ზოლში არანაკლებ 1 უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს 2025 წლის 18 მარტის კანონი №362 – ვებგვერდი, 19.03.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/22.md
