---
title: "მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/3"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/3

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქარსაფარი ზოლი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) მწკრივი, რომლის მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვა;
ბ) ნიადაგის ეროზია − ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა;
გ) ნიადაგის ქარისმიერი ეროზია − ქარის ზემოქმედებით გამოწვეული ნიადაგის ეროზია;
დ) გაბატონებული ქარები − ქვეყნის სხვადასხვა მხარეში გარკვეული მიმართულებით მოძრავი ატმოსფერული ჰაერის მასები (ქარები), რომლებიც წლის განმავლობაში სხვა მიმართულებით მოძრავ ატმოსფერული ჰაერის მასებთან (ქარებთან) შედარებით მეტად არის გავრცელებული და რომელთა გადაადგილების სიჩქარე მეტია;
ე) შედარებით სუსტი ქარი − ატმოსფერული ჰაერის მასა (ქარი), რომლის გადაადგილების საშუალო წლიური სიჩქარე 2 მ/წმ-დან 5 მ/წმ-მდეა;
ვ) ზომიერად ძლიერი ქარი − ატმოსფერული ჰაერის მასა (ქარი), რომლის გადაადგილების საშუალო წლიური სიჩქარე 5 მ/წმ-დან 9,9 მ/წმ-მდეა;
ზ) ძლიერი (გრიგალისებური) ქარი − ატმოსფერული ჰაერის მასა (ქარი), რომლის გადაადგილების საშუალო წლიური სიჩქარე 9,9 მ/წმ-ზე მეტია.
თავი II. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება და შეწყვეტა.
ქარსაფარი ზოლის აღრიცხვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/4.md
